- Advertisement -

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იგება ასფალტის ქვედა ფენა. რამდენიმე დღეში, პრესის სახლიდან გამარჯვების მოედნამდე ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი გახდება. გამზირის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. რუსთაველის გზის რეაბილიტაციას შპს “ორიენტირი” ახორციელებს.

Comments
Loading...