ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

სამედიცინო ცენტრი საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.

სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრი, თავდაცვის სამინისტროს სახმხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ცენტრი, იმ სამხედრო მოსამსახურრებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებულნი, დროულ და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

ახალი ცენტრი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შქმნას უზრუნველყოფს.

ცენტრი უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და ხელსაწყოებით აღიჭურვება, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. სამედიცინო აპარატურის საერთო ღირრბულება 1 700 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...