- Advertisement -

ქუთაისში , საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დასახელება აღინიშნა

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დასახელებასთან დაკავშირებით ქუთაისში საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც მხარსა და ქალაქის პირველი პირები დაესწრნენ.

დროშები წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე აღიმართა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. „ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის დიდი პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ ქვეყანას ევროპული კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეს 6 თვე, როცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, უცვლელ საგარეო კურსს კიდევ უფრო გაამყარებს. გამორჩეული იქნება ადამიანის უფლებების, ბავშვთა და გარემოს დაცვის, სამოქალაქო აქტიურობის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით “-აღნიშნა გიორგი ჭიღვარიამ.

Comments
Loading...