ქუთაისში შობის დღესასწაულს მსვლელობით აღნიშნავენ

მახარობლები ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან და მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ. მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო.

შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.

ანსამბლ ,”ნაი ნაის” წევრები “ალილოს” სიმღერით და ურმებით, რომელზეც ნობათი გროვდება ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან.

მსვლელობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილიბრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს მოსახლეობას ულოცავენ.

შეგროვებული ნობათი, “წყალწითელას” მოხუცთა პანსიონატსა და სხავადასხვა დღის ცენტრებს გადაეცემა.

Comments
Loading...