ქუთაისში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 8 აგვისტო, 2019 18 აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილეებთან, ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ქუთაისში, აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ქუთაისის მერიისგან, ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1000 ლარი ჩაერიცხათ. სასულიერმა პირებმა მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს. 8 აგვისტოქუთაისი