“ქურდულ სამაყროსთან” კავშირში ბრალდებულის ოჯახი პატმრის მიმართ კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობს

“ქურდულ სამაყროს” წევრობასა და კავშირში ბრალდებული ბეჟან დეკანაძის ოჯახი პატმრის მიმართ კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობს.

ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით ბრალდებულ ბეჟან დეკანაძეს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს. პაატა შავაძე მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის კანონიერი უფლებების უხეში დარღვევაა. მისივე განცხადებით პენიტენციური დეპარტამენტის მეორე დაწესებულებაში ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ბრალდებულთან კომუნაკაცია ვერ შედგება, რადგან ეს პროკურორის დადგენილებით არის აკრძალული.

” პატიმრობაში მყოფი ბეჟან დეკანაძის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უხეში ხელყოფის ფაქტია სახეზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ დაახლოებით სამ თვეზე მეტია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ოჯახთან არ ეძლევა არანაირი კომუნიკაცია. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, ქურდული სამყაროს წევრობას და ურთიერთობას… წარვადგინე საქალაქო სასამართლოში მტკიცებულება, რომ მინდია ლავასოღლი ბეჟან დეკანაძის ბავშვის ნათლიაა და შესაბამისად მათი ურთიერთობები ნათელ-მირონობით შემოიფარგლება. ამიტომ ჩვენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოუწოდებთ, რომ კატეგორიული იყოს ამ ასპექტში… მე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა პატიმრებსაც აქვთ აკრძალული ოჯახთან ურთიერთობა. იუსტიციის მინისტრი პირადად დაინტერესდეს ამ ფაქტით, რადგან უხეშად ირღვევა პატიმრის უფლებები, რაც ოჯახთან ურთიერთობას უკავშირდება”,- განაცხადა პაატა შავაძემ

შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ ქურდულ სამყაროს წევრობის ბრალდებით, ბათუმში
10 პირი დააკავეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულებს კანონიერ ქურდთან ე.წ ლავასოღლისთან მინდია გორაძესთან კავშირსაც ედავება. დაკავრბულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

Comments
Loading...