ღარიბაშვილი:ხულოს მერობის კანდიდატი ჩემს დროს დანიშნული პოლიციის უფროსია, ძალიან ეფექტური კანდიდატია

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში პარტიის მიერ შერჩეულ კანდიდატებზე ისაუბრა.

“მე სულ ერთი თვეა რაც დავბრუნდი პარტიაში, კანდიდატები შერჩეული იყო ყველა ოლქში , აქედან მხოლოდ ორს ვიცნობ .ეს არის მარნეული და ხულო. ხულოში ჩემი პოლიციის უფროსი იყო , მე დავნიშნე ექვსი წლის წინ.ძალიან ეფექტური კანდიდატია ხულოში , მე შემიძლია მასზე ვისაუბრო და მარნეულზე . ძალიან მაგარი კანდიდატი გვყავს მარნეულში , პერსპექტიული ახალგაზრდა , ძალიან ეფექტური და მე ვფიქრობ, რომ იგი იქნება ძალიან წარმატებული მერი და ასევე სხვაგანაც , გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატები. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი არის ღირსეული და ის მოემსახურება იმ ოლქს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...