- Advertisement -

ყაზბეგის მერიასა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)ი.პ. ყაზბეგის განვითარების ჯგუფს /LAG Kazbegi/ – შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე ზაგაშვილმა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა – შორენა სუჯაშვილმა ხელიმოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს :
ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გაძლიერებას და ინიციატივების მხარდაჭერას სათემო მობილიზაციისა და ადვოკატირების მეშვეობით.

თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გააერთიანოს რესურსები და ინტერესი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული შესაძლებლობების განვითარებისა და გამოწვევების დასაძლევად.

როგორც ალექსანდრე ზაგაშვილმა აღნიშნა – „ მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია, როგორც ყაზბეგის მერიის, ასევე ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის…

ურთიერთთანამშრომლობით განვახორციელებთ მნიშვნელოვან საგანამანათლებლო, კულტურულ, შემეცნებით თუ სპორტულ პროექტებსა და აქტივობებს ადგილობრივი ახალგაზრდების საკეთილდღეოდ“

Comments
Loading...