ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით დაბა სტეფანწმინდაში ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა, ჭაბუკებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში.

ტურნირი ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მთის შვილები“ და ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა – „ერობაი“-მ ღონისძიებით გახსნეს.

გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა, მხარის რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ, თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა-ზაქარია ქუცნაშვილმა, თბილისის მერის მოადგილე-ილია ელოშვილმა და სხვა საპატიო სტუმრებმა.

დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გრიგოლ სეთურიძე, ყაზბეგის მერის მოადგილეები, ტარიელ ალიბეგაშვილის ოჯახის წევრები, ევროპისა და საბჭოთა კავშირის პრიოზიორი, არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი-გოდერძი მარსაგიშვილი, ტურნირის მთავარი მსაჯი-ოლიმპიური კატეგორიის არბიტრი – ედიშერ მაჩაიძე იყო.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ყაზბეგის, აფხაზეთის, ინგუშეთის, დაღესტანის, ონის, რუსთავის, საგარეჯოს, გურჯაანის, რუსთავისა და მცხეთის გუნდები.

ფინალური ბლოკი 12 მაისს დაჯილდოებით დასრულდა.

ჩემპიონები და პრიზიორები 14 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ტარიელ ალიბეგაშვილი იყო პირველი მოხევე სპორტსმენი, რომელმაც მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის მედალი, მისი სახელობის ტურნირი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერები: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი, სასტუმრო “სნო”, სასტუმრო “SUNSHINE KAZBEGI”, ალექსი და ლევან მარსაგიშვილები, გია ქავთარაშვილი, სადაზღვევო კომპანია “გველეთი”, დავით ალიბეგაშვილი.

Comments
Loading...