- Advertisement -

ყვავილებში ნაპოვნი ბედნიერება – სოფო რაჭველის გზა ემიგრაციიდან სამშობლომდე

თუ სურვილები და ოცნებები შენს რჩეულთან, მეგობართან, ოჯახის წევრებთან, ან უბრალოდ საყვარელ ადამიანებთან ყვავილებს უნდა გაატანო, მარტივია მიაგნო, ყვავილების სალონს, რომელშიც მეპატრონემ ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრება ჩადო, Flowers 4 U-ს სალონს ქუთაისში კარგად იცნობენ, იქ შეიძლება ითქვას რომ გემოვნებაზე არასოდეს კამათობენ.

ყველაფერი დაიწყო ასე, სოფო მიხვდა რომ მისი შვილებითვის, მხოლოდ ამის გამო ქვეყნიდან უნდა წასულიყო, 2008 წელს საბერძნეთში წავიდა, წავიდა, როგორც თვითონ ამბობს ყველაზე მნიშვნელოვანი "წერტილებითვის", მისთვის რომ მთელს სამყაროს ნიშნავდა და ნიშნავს დღესაც, ანუ შვილებითვის.

საბუთების არ ქონის გამო საბერძნეთში 3 თვე პატიმრობაში გაატარა, ამბობს რომ ეს 3 თვე მისთვის მთელი ცხოვრება ოყო, თუმცა იმედი ერთი წამით არ დაუკარგავს, ბევრი დამცირება აიტანა და როგორც ამბობს წაქცეული კიდევ უფრო ძლიერი დგებოდა ფეხზე.

21 წლის იყო: "იმედი ერთი წამით არ დამიკარგავს, თავში ერთი რამ მიტრიალებდა, რომ მე ვიყავი დედა და ძლიერი ქალი და ამ სამყაროს ამას დავუმტკიცებდი"- ამბობს "აიპრესთან" უკვე წარმატებული ქალი.

სოფო რაჭველმა ეს დაამტკიცა, 2012 წელს მშობლიურ ქალაქს, ქუთაისს დაუბრუნდა და საკუთარ თავთან ბევრი "ბრძოლის" შემდეგ საკუთარი მცირე ბიზნესი დაიწყო.

  

ჯერ გვირილები დაწნა და დაარწმუნა ყველა, რომ გვირილების გვირგვინს ბედნიერება მოაქვს, რადგან ყველა გაყიდული გვირილა მისთვის წარმატებასთან ერთად, მისი შვილებისთვის ბედნიერების და აციმციმებული თავალების საწინდარი იყო.

"ასე სრულდება ოცნებები, როცა გჯერა, როცა გწამს რომ მიზანთან აუცილებლად მიხვალ, ამაში ყველაზე მეტად ადამიანების სიყვარული დამეხმარა, აი ამას ვასწავლი დღემდე ჩემს შვილებს, სიყვარულს"- ამბობს სოფო.

ასე რომ თუ თქვენი გრძნობები და სურვილები ყვავილებს უნდა გააატანოთ, უკვე იცით სად იმალება ამ საიდუმლოს ამოხსნის გასაღები…

Comments
Loading...