- Advertisement -

“შარა-შარა, შუკა-შუკა, “აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ” – ნომინაციები “ოზურგეთის მუნიცეპალიტეტის” კორპორატიული საღამოდან

ნომინაციების ნაწილი უხსოვარ დროს, 201 წელსაა გაცემული, მეორე ნაწილი 2019 წელს. დიდ ტორტზე მუნიციპალიტეტი “მუნიცეპალიტეტია” და სამანდატო კომისია “საგანგებო კომისიადაა” გადაკეთებული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა კორპორატიული საღამო მოაწყო და როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე მგელაძემ “აიპრესთან” განაცხადა, კულტურის სამსახურმა, იქვე, გასახალისებლად მოიფიქრა სახალისო სერთიფიკატები, რომლებსაც ასევე იქვე ხალისით ბეჭდავდნენ.

როგორც ეკატერინე მგელაძემ განაცხადა, ნომინაციებს სწრაფად ბეჭდავდნენ და შეცდომები სიჩქარის გამო დაუშვეს.

“აიპრესმა” გადაწყვიტა, შაბათ დღეს, მასაც გაეხალისებინა თავისი მკითხველი და გთავაზობთ “ოზურგეთის მუნიცეპალიტეტის” სახალისო სერთიფიკატებს.

აღნიშნული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა:

Comments
Loading...