შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა ორი კვირაა აქციას მართავს დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების მტკიცებით მათთან მიკროავტობუსებით ქართული ოცნების მხარდაჭერები მივიდნენ და დაარბიეს. დაშლილია კარავიც, რომელშიც სამი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების შეფასებით, ეს ადამიანები ხელისუფლების მიერ არიან გამოგზავნილი და მათი სცენარით მოქმედებენ.

საპირისპიროს აცხადებენ შეკვეთილში კონტრ-აქციაზე მისული მოქალაქეები. ისინი ამტკიცებენ, რომ რიგითი მოქალაქეები არიან და არც ერთ პილიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან, თუმცა მიუხედავად ამისა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეკვეთილში აქციის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ:

,,ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ პილიტიკურ პარტიას, ჩვენ ვართ წყალწმინდიდან, ურეკის მოსახლეობა და მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში. ჩვენ აქ ხვალაც მოვალთ.”- აცხადებს კონტრ-აქციის მონაწილე პაატა ჩხარტიშვილი.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სამართალდამცველებმა განმუხტეს.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აქციის მონაწილეებს შეკვეთილში ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამარათალდამველებმა კი უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივები აქციის მიმდებარე ტერიტორიას განარიდეს. უწყების ცნობით ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

Comments
Loading...