“შეწყდეს საპროტესტი აქციები თბილისში და LGBT თემის პროპაგანდა” – აქცია ზუგდიდში

“შეწყდეს საპროტესტი აქციები თბილისში და LGBT თემის პროპაგანდა,” – ამ მოთხოვნებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან საზოგადოება “ზუგდიდელის” წარმომადგენლებისა და ყოფილი მეომრების მონაწილეობით საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც ისინი აცხადებენ, ნებისმიერი კონფლიქტი თუ გაუგებრობა არა გინებით და შეურაცხყოფით,არამედ გონებითა და აზროვნებით გვარდება.

“რასაც ვუყურებ ეს არის სირცხვილი. ვითხოვთ აქციებისა და ლგბტ თემის პროპაგანდის შეწყვეტას. გვსურს ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რიტმს. ასევე, მივმართავთ ნაც მოძრაობს ნუ თამაშობენ ქვეყნის ბედით. ჩვენ ჩატედილი ხიდი უნდა აღვადგინოთ და პირიქით არ უნდა გავამწვაოთ პროცესები,”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

Comments
Loading...