- Advertisement -

შიდა ქართლის რწმუნებულმა ვიდეოკომფერენცია გამართა

გიორგი ხოჯევანიშვილმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთან და რეგიონის ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად ვიდეოკონფერენცია გამართა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამხარეო ადმინისტრაციაში შესაბამისი სამსახურების წარმომადგებლებთან ვიდეოკონფერენციები მიმდინარეობს. შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილიმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა დიმიტრი გიგაშვილმა ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში თვითიზოლაციის პროცესის მონიტორინგის მიმართულებით არსებული სიტუაცია განიხილეს. მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებმა ხელოსუფლების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს თვითიზოლაციის პროცესთან დაკავშრებით. მხარეები კოორდინირებულად მუშაოებენ, რწმუნებულოს თქმით რეგიონში სტაბილური სიტუაციაა და კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

Comments
Loading...