- Advertisement -

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ღოღეთის მოსახლეობას შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი სოფელ ღოღეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ. აგრეთვე დაათვალიერეს დასრულებული ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი ასფალტირებული 5 კმ-ანი გზა. პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სულ გაიხარჯა 2 300 000 ლარი.

პროექტის ფარგლებში, გარდა საავტომობილო გზისა, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებიც განხორციელდა.

სოფელ ღოღეთში დასრულდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი, რომელიც განხორციელდ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

Comments
Loading...