- Advertisement -

შუახევში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

შუახევში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-9 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამიერიდა, დაბისა და მუნიციპალიტეტში შემავალი 67 სოფლის, ასევე მაღალმთიანი აჭარის სხვა მცხოვრებლებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფასო ხელმისაწვდომი გახდა.

გახსნის ცერემონიალს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილეები, სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო ცენტრში ერთი იურისტ-კონსულტანტი იმუშავებს და ადგილობრივებს გაუწევს ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გახსნის ცერემონიალზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შუახევის საკონსულტაციო ცენტრის იურისტი წარუდგინა, გაიმართა პრეზენტაცია მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის თემაზე.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. მალე რეგიონებში დამატებით ამოქმედდება რამდენიმე ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი, რაც უფასო სამართლებრივ დახმარებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობისთვის.

ღონისძიების კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. პატარების გართობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც.

Comments
Loading...