„შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის“ ფინალი „მალალეტკებსა“ „ბავარიას” შორის გაიმართება

მიმდინარე წლის 13 ივნისს დმანისის ცენტრალურ სტადიონზე „შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის“ ფარგლებში გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: „მალალეტკები“ – „კარაბულახი“ (3-1 პენლებში) და „გომარეთი“ 2 – 5 „ბავარია“. ფინალი „მალალეტკები“ – „ბავარია“ გაიმართება 17 ივნისს 18:00 საათზე, დმანისის ცენტრალურ სტადიონზე.

Comments
Loading...