“ჩაჩავა მოგვცილდი” – საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” გულშემატკივრებმა აქცია გამართეს

“ტორპედოს” ფანკლუბის წევრები და გულშემატკივრები გუნდის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ზაალ ჩაჩავა გუნდის დაშლას და ძლიერი ფეხბურთელების გაშვებას აპირებენ.

“ზაალ ჩაჩავამ გადაწყვიტა ძვირადღირებული ფეხბურთელები გაუშვას და გუნდი დაშალოს, მათ ნაცვლად დამწყები ფეხბურთელები მოიყვანოს, ამას არ დავუშვებთ, “ტორპედო” ჩვენი ქალაქის სიამაყეა და არ მივცემთ უფლებას დაშალოს. თუ ფული არ ქონდა, რატომ აიღო პასუხისმგებლობა? ახლა მოიგონა, რომ ფულს ვერ იხდის და უნდა ფეხბურთელები გაუშვას.თუ ვერ უვლის გუნდს, თვითონ წავიდეს და დატოვოს “ტორპედო”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერი შეხვდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ზაალ ჩაჩავამ განაცხადა, რომ გუნდი შენარჩუნდება. კითხვაზე, პრეზიდენტის წასვლი შემთხვევაში აიღებს თუ არა პასუხისმგენლობას მერია, განმარტავს: “დევალოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩაჩავა. ამბობს, რომ გუნდი არ დაიშლება. თუ სხვაგვარად განვითარდა მოვლენები, ქალაქი მიხედავს და ყურადღების გარეშე არ დარჩება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდი შევინარჩუნოთ”.

Comments
Loading...