- Advertisement -

ჩხოროწყუში 2013–2018 წლებში 70 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ჯამში 28 მილიონამდე ლარი

ჩხოროწყუში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში 2013 – 2018 წლებში 70 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ბიუჯეტმა 27 896 788 ლარი შეადგინა.

კერძოდ, კირცხში,ნაკიანში, ლეწურწუმეში, ჭოღაში, ლესიჭინეში,ახუთში,თაიაში,ნაფიჩხოვოში,დაბა ჩხოროწყუში,ზუმში. გზების რეაბილიტაცია მოხდა, რომლის ბიუჯეტმა 10 860 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, ამ ეტაპზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში, მიქავას მიმართულებით საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით აქტიურად მომდინარეობს.პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 490 000 ლარით აფინანსებს და პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხებიც მოეწყობა.

გარდა ამისა, ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების, ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობა და ახალი ხიდის მშენებლობა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2 396 069 ლარით ფინანსდება. სამუშაოები კი 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ამასთან, დაბა ჩხოროწყუში , არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე გზის მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით განხორციელდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 751 000 ლარით ფინანსდება. ასფალტირებული გზა 4 კმ-ის მანძილზე დაიგო. სამუშაოები შ.პ.ს. ,,ინდიკომ” შეასრულა. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხიც მოეწყობა.

Comments
Loading...