- Advertisement -

ძლერმა ქარმა ლაგოდეხში ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავი გადახადა

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერმა ქარმა დაგლიჯა ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, აფენის თემის სოფლებში მოსახლეობის ნაწილს ელექროსნერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

10-მდე ხეა მოგლეჯილი სოფელ ლალიანში და ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლასთან, ქარმა ხეები მოგლიჯა ლაგოდეხი-წნორის გზაზეც.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში ოთხი განცხადებაა შესული.

“ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას დაგლიჯა ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რისი აღდგენაც ამ წუთებში მიმდინარეობს ძირითადად დაზიანებულია აფენის თემი, ადგილზე მუშაობენ “ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება. რაც შეეხება მოსახლეობას, ამ დროისთვის ოხთმა მოქალაქემ მოგვმართა განცხადებით. აცხადებენ, რომ ქარმა სახლების სახურავები გადახადა. დღის განმავლობაში მერიის შესაბამის სამსახურების წარმომადგენლები გავლენ ადგილზე, სიტუაციის შესწავლის შემდეგ კი არსებული ვითარების მიხედვით დავეხმარებით დაზარალებულ მოქალაქეებს”, – განუცხადა ჯონდო მდივნიშვილმა “აიპრესს”.

Comments
Loading...