ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა ipressმესტიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 ივლისი, 2019 30 ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ტერიტორიულ ერთეულში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მეწყერი, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით. როგორც მუსტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გზა სოფელ ადიშთან დამაკავშირებელი ერთადერთი მუნიციპალიური მნიშვნელობის გზაა, ასევე ამ გზაზე გადის ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური მარშრუტი. მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ვიზიტორების დახმარებით, გზა უკვე გაიწმინდა და დროებითი სავალი ნაწილი მოეწყო. მესტიამეწყერი