- Advertisement -

წითელაძე: ალექსანდრე მოწერელია მეწარმეებსა და თხილის ქარხნის თანამშრომლებს აიძულებს მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ

ენმს ზუგდიდის შტაბის უფროსის ანი წითლიძის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და “ქართული ოცნების” შტაბის უფროსი ალექსანდრე მოწერელია მეწარმეებსა და თხილის ქარხნის თანამშრომლებს აიძულებს მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების დასრულების შემდეგ მათთან ფინანსური პოლიცია შევა და სანქციებს დააწესებს.

როგორც წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ადამიანების ვინაობას ვერ დაასახელებს რადგან შესაძლოა მათზე კვლავ ზეწოლა განხორციელდეს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.

აღნიშნულ ბრალდებას უსაფძვლო უწოდეს სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის შტაბში. როგორც შეხვედრების კოორდინატორმა მერი შენგელიამ განაცხადა, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ვიცე პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად ნამდვილად შეხვდა მეწარმეებს, თუმცა შეხვედრაზე საუბარი შეეხო თხილის სექტორში არსებულ პრობლემებსა და მათ გადაჭრის გზებს.

Comments
Loading...