წოწერია: რულოვსისთვის ზუგდიდი არის უცხო და შესაბამისად, მათთვის კამპანიის წარმოება რთულია

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს “ქართულ ოცნებაში” პროვოკაციად აფასებენ. როგორც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამაუკა წოწერიამ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი სამეგრელოში არ დავიწყებიათ და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მართ საარჩევნო კამპანიის წარმართვა უჭირთ.

„პროვოკაციები “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა, შსს ყველა ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, „ქართული ოცნება“ ორიენტირებული მხოლოდ საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე და ჩვენ ზუგდიდის განვითარებაზე ვფიქრობთ, ხოლო სანდრა რულოვსისთვის ზუგდიდი არის უცხო და შესაბამისად, მათთვის კამპანიის წარმოება არის რთული. ისინი გარკვეულ სპეკულაციებს ეწევიან, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაფერის საარჩევნო გარემოს.ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ენმ¬-ს მმართელობის პერიოდში ნაწამები ადამიანების რეაქციაზე და პროტესტზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ,რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება“,-განაცხადა წოწერიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ის პირები ვინც ენმ-ს ლიდერების თქმით მათზე თვალთვალს აწარმოებდა, „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან, თმცა შესაძლოა იყვნენ მხარდამჭერები.

ასევე, მისი თქმით თალთალი ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და არა ქართლი ოცნების.

„იმ პირებთან დაკავშირებით ვინც მათ მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ როგორც ამომრჩეველი ჩვენი მხარდამჭერი იყოს. არავინ არ უთვალთალებს მათ ეს არ არის ჩვენი სტილი.რაც შეეხება მიმოწერას, პალსიფიკაცია ენმ-ს სტილია და ამიტომ მე ამ საკითხზე ვერ გაგცემთ პასუხს. ენმ-ს უჭირს საარჩევნო კამპანიის წარმოება რადგანაც ხალხს სამეგრელოში ახსოვს მათი მმართელობის პერიოდი და ამიტომ საზოგადოებას აქვს პროტესტი, და მათ ამის უფლება კანონის ფარგლებში აქვს. მათ მოუწევთ საზოგადოების მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა. დანარჩენი ყველაფერი არის პროვოკაცია და ეს ნაციონალური მოძრაობისხრლწერაა,“-განაცხადა წოწერიამ.

Comments
Loading...