წულაია: წინასარჩვნო პერიოდი ამომარჩევლების მოსყიდვისა და დაშინებების ფონზე მიმდინარეობს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას შტაბის უფროსმა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

გოგი წულაის განცხადებით, წინასარჩვნო პერიოდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ამომარჩევლების მოსყიდვისა და დაშინებების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ მოწუოდებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, წულაიას თქმით ეს ქმედებები შესაძლოა მაოსბრივ საპროტესტო აქციეების მიზეზი გახდეს.

Comments
Loading...