- Advertisement -

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების, სანიაღვრე არხების, მგზავრთა მოსაცდელების, საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელი გზების, სპორტული მოედნების, სასმელი წყლის და გარე განათების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 953 911,38 ლარით ფინანსდება.

მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად სოფელ ხომულში (ველგრძელას უბანი), გუმბრასა და ჭოლევში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და შესრულების ვადებსა და ხარისხზე ისაუბრა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ველგრძელას უბანში გზის რეაბილიტაციის (289 454)ლარი და გუბრაში მზა ბეტონის დაგების (29358)ლ. სამუშაოები.

რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 390 331.0 ლარი მოხმარდა მუნიცპალიტეტის სოფლების სორმონისა და ჭოლევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას.

Comments
Loading...