- Advertisement -

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ანსამბლ “ნადურის” საანგარიშო კონცერტს დაესწრო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ანსამბლ “ნადურის” საანგარიშო კონცერტს დაესწრო. მუნიციპალიტეტის მერმა ანსამბლის წევრებს სიტყვით მიმართა და სამადლობელი სიგელი გადასცა.

“ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერის სიცოცხლისუნარიანობის საქმეში ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდნენ ფოლოკლორული ანსამბლები, გუნდები, მომღერალი ოჯახები, რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ საშემსრულებლო ტრადიციას, მრავალფეროვან რეპერტუარს. ასეთ საპატიო მისიას ჩვენს ქალაქში, ათეული წლებია, ასრულებს ანსამბლი “ნადური”, რისთვისაც ნამდვილად ჩვენს იმსახურებს პატივისცემასა და სიყვარულს. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ხალხური სიმღერა არის ჩვენი თვითმყოფადობისა და სულიერებისა განუყოფელი ნაწილი, წარმატებები ანსამბლ “ნადურს”, მადლობა მის თითოეულ წევრს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალხმიანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის”, – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

საანგარიშო კონცერტზე შესრულებულ იქნა უძველესი ქართული ხალხური სიმღერები. ანსამბლის ადმინისტრატორის მამუკა ჩხეტიანის თქმით, რეპერტუარის შედგენასა და დამუშავებაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

ფოლკლორული ანსამბლი “ნადური” წყალტუბოში 2001 წელს შეიქმნა. ანსამბლის დამაარსებელი და ლოტბარი კომპოზიტორი ირაკლი შენგელიაა. ანსამბლს სახელი “ნადური” ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა და გუნდის დიდმა გულშემატკივარმა ოტია იოსელიანმა დაარქვა. 2012 წელს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ “ნადურს” ფოლკლორული ანსამბლის სერთიფიკატი მიანიჭა, ცოტა ხნის წინ კი “ნადური” საქართველოში მოქმედ ფოლკლორული ანსამბლების საუკეთესო ათეულში მოხვდა.

Comments
Loading...