- Advertisement -

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფელის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. სოფელ ზედა მესხეთში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი “სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორმა აზერ მამმადოვმა, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების” კომპანიის გენერელური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საზეიმოდ გახსნეს.

ზედა მესხეთთან ერთად გაზიფიცირდა სამი სოფელი: ქვედა მესხეთი, ბროწეულა და მუხიანი. აშენებული ქსელის ჯამური სიგრძეა 65 227 გრძივი მეტრია, გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაძლებლობა მიეცემა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 1291 კომლს, აქედან სოფელ ზედა მესხეთში – 371 ოჯახს.

ზედა მესხეთი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 26-ე სოფელია, რომლის მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.

Comments
Loading...