- Advertisement -

წყალტუბოს ხელისუფლების პირველი პირები წმინდა ეკატერინეს სახელობის ინკლუზიურ ცენტრს ესტუმრნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წმინდა ეკატერინეს სახელობის ინკლუზიურ ცენტრს ესტუმრნენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა ცენტრის აღსაზრდელებს დღევანდელი დღე მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

„წლევანდელი საერთაშორისი დღის სლოგანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერება, საყოველთაობისა და თანასწორობის დაცვა“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ყველა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, თანასწორი და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.

Comments
Loading...