- Advertisement -

წყალტუბოში არტ ფესტივალი გაიმართა

წყალტუბოში შვეიცარიელებისა და ქართული ორგანიზაცია „დევნილ ქალთა კავშირის“ ერთობლივი პროექტი – არტ ფესტივალი გაიმართა. ამ პროექტის ფარგლებში უკვე მე-6 წელია წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში მიუნჰენის სიმფონიური ორიკესტის წარმოამდგენლები მასტერკლასებს ატარებენ. წელს ორკესტრის დამაარსებელმა მეცენტამა და ქველმოქმედმა კლაუს ჰიპმა თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლას ფასადის რეაბილიტაცია დააფინანსა.

სამუსიკო სკოლის წინ, ღია ცის ქვეშ, მოსწავლეებმა და მიუნჰენის ორკესტრის მუსიკოსებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს, შესრულდა ცნობილი გერმანელი და ქართველი კლასიკური ნაწარმოებები. კონცერტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელინმა მეცენატ კლაუს ჰიპს, მუინჰენის ორკესტრის სოლისტს გიორგი ქობულაშვილს და კომპოზიტორს კახა ცაბაძეს წყალტუბოს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ, წყალტუბოს სამუსიკო სკოლისთვის ჰიმნი დაწერა, რომელის ნოტებიც სკოლის ფასადის აივნების მოაჯირებზეა დატანილი.

Comments
Loading...