- Advertisement -

წყალტუბოში საახალწლო ნაძვის ხე 19 დეკემბერს აინთება

ახალი წლისთვის წყალტუბოში განსაკუთრებულად ემზადებიან. წელს პირველად ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვისა და საზეიმოდ ანთების ცერემონიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვადასხვა ორგანიზაციები და რიგითი წყალტუბოელები ჩაერთვებიან. 

19 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, ქალაქს ფერადი დეკორაციებით გაანათებენ. გამოვლინდება გამარჯვებულიც, რომელსაც ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვებენ. პატარებს თოვლის ბაბუასთან და ნაძვის ხესთან პროფესიონალი ფოტოგრაფი გადაუღებს ფოტოებს, ფოტო-ალბომები მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფეისბუქის გვერდზე განთავსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. წინასაახალწლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველაზე შეჭივრებული ოჯახებისთვის დაარიგებენ ნობათს. გამოცხადებულია ტენდერი 800 ცალი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტის (ტკბილეული) შესყიდვაზე. საჩუქრებს ინკლუზიური ცენტრის, დღის ცენტრ ,,პეპელას’’ ბენეფიციარებს და 1 იანვარს საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ გამართულ მუსიკალურ სპექტაკლზე მოწვეულ ბავშვებს გადასცემენ.

Comments
Loading...