წყალტუბოში, სოფელ მუხიანში მოსახლეობამ სოფელში სატვირთო ავტომობილების მოძრაობა გააპროტესტა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში, მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში სატვირთო ავტომობილების მოძრაობას აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალები სწორედ აღნიშნული მძიმე ტექნიკით გადააქვთ.

სოფელ მუხიანის მოსახლეობის პროტესტს ადგილობრივ ხელისუფლებაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სატვირთო ავტომობილებს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აეკრძალებათ.

Comments
Loading...