წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

ქალაქ წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე N15, N17 და N 19 საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84848.60 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი მოსახლეობა ათეული წლების შემდეგ ფასადების გაკეთებისა და და ქალაქის შემოსასვლელის მოწესრიგების ფაქტს დადებითად აფასებს.

Comments
Loading...