- Advertisement -

ჭიათურის მერიამ უფასო სასადილოს ბენეფიციარები ექსკურსიაზე გაამგზავრა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ერთი ლამაზი დღე აჩუქა.

მერიის მიერ ორგანიზებულ ექსკურსიაზე, ბენეფიციარებმა რაჭა მოინახულეს, მოილოცეს ნიკორწმინდის ტაძარი და სასიამოვნო დრო გაატარეს.

ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებლის გივი მოდებაძის განცხადებით,რომელმაც ბენეფიციარები პირადად გააცილა, ამ ადამიანებს მერია მომავალშიც არაერთ ოცნებას აუსრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...