- Advertisement -

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პირველი მოადგილე წარადგინა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ვაკანტური პოზიცია ზვიად ქურდაძემ დაიკავა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკური განვითარების, საბიუჯეტო და ზედამხედველობის სამსახურებს გაუწევს ორგანიზებასა და მონიტორინგს.

ზვიად ქურდაძე განათლებით ეკონომისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხაშურისა და გორის საგადასახადო ინსპექციებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2010 წლიდან იგი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრში მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა ზურაბ ჩხიტუნიძემ შეინარჩუნა. მის დაქვემდებარებაში რჩება იურიდიული უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურები. მერის პირველი მოადგილე უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა. 

Comments
Loading...