ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – მობილიზებულია პოლიცია

დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებამ გამოიწვია. სხდომის დაწყებამდე მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ უწყება საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, რასაც უმრავლესობის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. ოპოზიციის მტკიცებით, ბათუმის მერიის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ.

საკრებულოს შენობაში ამ დროისთვის სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საკრებულოში სხდომის განხილვა გრძელდება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მტკიცებით, ოპოზიციამ მორიგი სპექტაკლი მოაწყო. მმართველ გუნდში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირების ბრალდებას უარყოფენ.

Comments
Loading...