- Advertisement -

ხობის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ხობის მუნიციპლაიტეტში პატარა ფოთის, ყულევის, პირველი მაისის, ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.- ამის შესახებ ინფრომაციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

გზების კეთილმოსაწყობად 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და 27 კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის (ბეტონის) საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

ხობის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გზების მოწესრიგებას. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები მოგვარდა. ამ მიმართულებით მუშაობა დღესაც გრძელდება

Comments
Loading...