ხობში, ქალაქის ცენტრში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააყაჩაღეს

ხობში, ქალაქის ცენტრში არსებული ექსპრეს ბანკის ფილიალში მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ინფორმაციით, დაუდგენელი პირები შენობაში შეიჭრნენ და აპარატი წაიღეს.

შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ ფაქტს თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის ხელი არ შეუშლია და შეუფერხებლად მუშაობენ.

გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

Comments
Loading...