- Advertisement -

ხონის სამხატვრო სკოლაში თვითნასწავლი მხატვრის თეონა აბზიანიძის ნამუშევრები გამოიფინა

ხონის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის თეონა აბზიანიძის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა რეგიონული ინიციატივების ცენტრ „ნათელი მომავლისა“ და კავკასიური სახლის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტის მიზანი ახალგაზრდა მხატვრების და შემოქმედებითი ჯგუფების წახალისებაა, რომლებიც რეგიონებში შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. ახალგაზრდა შემოქმედმა ხატვა 3 წლის წინ , მძიმე დაავადების გადატანის შემდეგ დაიწყო. შექმნა არა ერთი კომპოზიცია, 50-მდე ნამუშევარი დამთვალიერებლებს წარუდგინა. იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას სამხატვრო მიმართულებით განათლება მიღებული არ აქვს.

„ჩვენი მიზანია იმ ახალგზრდების საზოგადოებისთვის გაცნობა, რომლებიც დღეს რეგიონებში შემოქმედებითად არიან ჩართულები. ჩვენი მიზანი იყო რომ ხონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა, ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაგვეცნო. პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით მისი 20 ნახათის ჩარჩოში ცასმა და გამოფენის მოწყობა. ვფიქრობთ, ეს იქნება მისი წახალისება, რათა ხატვა გააგრძელოს და მომავალში სხვა საგამოფენო სივრცეები დაიპყროს“. – აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა მარიკა ვაჭარაძემ.

ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Comments
Loading...