ხულოს ახლადარჩეული მერი თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ხულოს ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ვახტანგ ბერიძემ მერიის თანამშრომლებისთვის დღეს პირველი სამუშაო თათბირი გამართა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა. მან მთავარ მიმართულებად ინფრასტრუქტურული პროეტები, ტურიზმის მიმართულება და სოციალური საკითხები დაასახელა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა სამომავლო რეორგანიზაციაც არ გამორიცხა. დღესვე ბერიძემ პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე წარადგინა, რომელიც ბოლო წლებია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ბოლო თვეები კი მერის მოვალეობას ასრულებდა.

Comments
Loading...