ხულოს გალერეის ხელმძღვანელი: სააკაშვილი იმყოფებოდა ხულოში, თუმცა არცერთხელ არ დაუთვალიერები ეს გალერეა

ხულოს გალერეის ხელმძღვანელმა ბადრი ართმელაძემ „აიპრესთან“ მიხეილ სააკაშვილის განცადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ რომ ხულოში გალერეა ჯერ კიდევ 2002 წელს გაიხსნა და შესაბამისად მისი პრეზიდენტობის დროსაც ფუნქციონირებდა, თუმცა მისი ხულოში ვიზიტების დროს არცერთხელ არ დაუთვალიერებია აღნიშნული შენობა, ართმელაძე სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს იმას, რომ მან ვერ მოახერხა ხულოსა და გელერეის ერთმანეთთან დაკავშირება.

ხელმძღვანელის თქმით გალერეა არ უჩივის მნახველთა რაოდენობას და მას ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს, ამიტომ ნურავინ შეეცდება მის შურაცხყოფას.

“ხულოში სამხატვრო გალერეა 2002 წელს გაიხსნა მას ძალიან კარგი დანიშნულება აქვს. გალერეა უკვე 17 წელია ფუნქციონირებს რომელსაც აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს და მოსწავლეები ხშირად ათვალიერებენ, საკმაოდ დიდია ტურისტების სტუმრობაც, ხოლო რაც შეეხება იმ განცხადებას თუ“ სად ხულო და სად გალერეა“ ეს ჩემთვის არის რადიკალურად მიუღებელი, ხულოში არიან განათლებული და ჩამოყალიბებული ადამიანები რომლებსაც კულტურა ძალიან კარგად ესმით, ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ისაა, რომ გალერეას ყველამ სცეს ძალიან დიდი პატივი, სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის დროს იმყოფებოდა ხულოში თუმცა მას არცერთხელ არ დაუთვალიერები ეს გალერეა და ალბათ ამიტომაც გაუკვირად ხულოში გალერიის არსებობის ამბავი, ხულოში გალერეა იყო არის და იქნება კიდევ, რომელსაც საზოგადოება ძალიან დიდი პატისვ სცემს და ნურავინ ნუ მიაყენებს მას შეურაცხყოფას“,- განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს გალერეის ხელმძღვანელმა ბადრი ართმელაძემ.

Comments
Loading...