ხულოს ორ სოფელში მეწყერი განვითარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში თოვლის დნობის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ ტუნაძეებში ქურდულის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია და სოფელ ჯვარიქეთში ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე.

როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, სოფელ ტუნაძეებში გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს, ხოლო ჯვარიქეთის მონაქვეთზე ჩამოწოლილი მიწის მასა უკვე გაწმენდილია.

Comments
Loading...