- Advertisement -

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ხულო ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის სოფელ პაქსაძეების მონაკვეთში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანია დაშავებული, გამოძიება 276ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

Comments
Loading...