- Advertisement -

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბაბუა და მცირეწლოვანი შვილიშვილი გარდაიცვალა

ხულოში ღორჯომის თემში მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ბაბუა და მცირეწლოვანი შვილიშვილი, ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.

მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...