- Advertisement -

ხულოში მერის მოადგილის პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერს სამი მოადგილის ნაცვლად ორი მოადგილე ჰყავდა, გოჩა მელაძის ბრძანებით მის მოადგილედ დავით ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე მისივე დანიშვნიდან ლაშა ბოლქვაშე რამდენიმე დღეში ხოლო დავით ვანაძე რამდენიმე კვირის შემდეგ დამიშნა.

თუმცა ერთ-ერთმა მოადგილე დავით ვანაძემ აღნიშნული თანამდებობა თითქმის სამი თვეა დატოვა, როგორც ხულოს მერი გოჩა მელაძე „აიპრესთან“ აცხადებს თანამდებობის დატოვების მიზეზი მისი სხვა პოზიციაზე გადასვლა გახდა დავით ვანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა.

თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოზიციას ეს ჯერჯერობით უცნობია, გოჩა მელაძეს თქმით მოლაპარაკებები გუნდთან ერთად მიმდინარეობს, მისივე თქმით რამდენიმე კანდიდატზე მიდის მსჯელობა, თუმცა მერი მათი ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს.

„კონსულტაციები მიმდინარეობს და პირველივე დღეს როდესაც უკვე ცნობილი იქნება იმ კანდიდატის შესახებ თქვენთვის ცნობილი გახდება, ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა გუნდთან ერთად და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ჩაერთვება ეს ადამიანი მუნიციპალურ საქმიანობაში. რამდენიმე კანდიდატი განიხილება, ეხლაც განხილვის პროცესშია, ვფიქრობ ეს მუნიციპალიტეტში საქმიანობას ხელი არ შეეშლება და ახალი მოადგილე ხალი ენერგიით იქნება, უფრო ეფექტური საკითხის და გამოწვევების მიმართ იქნება ახალი ხედვა. რაც შეეხება დავით ვანაძეს იგი მოადგილის პოზიციაზე რამდენიმე თქვე იყო მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ეფექტური მენეჯერი იყო , თუმცა იგი დაწინაურდა გადავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში”,- განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

Comments
Loading...