ჯუმში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღია შენდება – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ბაღის პროექტის მოსამზადებლად სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად მოეწყობა ჭაბურღილიც.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღი აშენდება (შამგონა, ჯუმი, ჭითაწყარი, დარჩელი, რუხი და ქალაქის #4 საბავშვო ბაღი), ბერიას ქუჩაზე კი N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

Comments
Loading...