1 ივნისს ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრობის განვითარების სასახლის ფოიეში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად?როდის? გაიმართა.
მოეწყო ასფალზე ხატვა, მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და პატარებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

„ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. თითოეული ჩვენგანის ვალია, შეგიქმნათ უზრუნველი გარემო და ხელი შევუწყოთ თქვენ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბას. ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენ პატარებს“-აღნიშნა ღონისძიებაზე ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ.

ღონისძიება დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და კულტურის ცენტრ ” ოდიშის” ანსამბლები იღებენ.

ასევე, ღონისძიებაში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საერთაშორისო ბიზნეს სკოლა ჩაერთო.

Comments
Loading...