10:00 საათის მონაცემებით, ფოთში საკუთარი არჩევანი 2 685 ადამიანმა გააკეთა

დილის ათი საათის მონაცემებით ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც 41 352
ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი 2 685 ადამიანმა გააკეთა. რაც საერთო ამომრჩევლის 6,49 %- ია.

საოლქო კომისიის ინფორმაციით,არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის საოლქოში 14 საჩივარია შესული.

Comments
Loading...