- Advertisement -

13 ოქტომბერს, გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, წელს მეორედ იმართება და წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

ასე გამოიყურება, ფესტივალის დღის წესრიგი:

· შემოდგომის დღესასწაული 13:00 – 19:00

· საბავშვო გასართობი პროგრამა 13:00 – 15:00

· ილუზიონისტის შოუ და ანიმატორები 13:00 – 15:00

· მეღვინეთა სივრცე და დეგუსტაცია 13:00 – 17:00

· სამეწარმეო მარკეტი და ეთნო სივრცე 13:00 – 17:00

· თათარაობა და კახური ტკბილეულის დეგუსტაცია 13:00 – 17:00

· ყურძნის დაწურვა საწნახელში 14:00 – 16:00

· მხატვრების გამოფენა 13:00 – 17:00

· ცოცხალი მუსიკა 13:00 – 16:00

· საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 13:00 – 17:00

· ქართული ფილმის გმირების კოსტუმირებული პერფორმანსები 14:00 – 16:00

· „ცოცხალი ძეგლები“-ს შოუ 14:00 – 16:00

· ფიროსმანის „სუფრა“-ს პერფორმანსი 14:00 – 16:00

· ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურჯაანი“-ის წარმოდგენა 14:00 – 16:00

· ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“-ის კონცერტი 14:00 – 16:00

· ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრის სპექტაკლი „ძველებური ვოდევილი“ 14:00 – 16:00

· სპორტული შეჯიბრებები 13:00 – 17:00

· შეჯიბრი ყურძნის დაწურვაში 14:00 – 16:00

· გასართობი და შემოქმედებითი თამაშები 13:00 – 17:00

· კონცერტი: ნიაზ დიასამიძე და 33ა 16:00-18:00

· ფილმის ჩვენება: „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 19:00

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

Comments
Loading...