13-14 ოქტომბერს კასპში, სოფელ სამთავისის ტაძრის ეზოში ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი გაიმართება

2018 წლის 13-14 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. სამთავისის ტაძრის ეზოში, სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე დამიანეს ლოცვა კურთხევით გაიმართება ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი “ქ ა რ თ ლ ი”, მონაწილეობენ სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტარდება.

ფესტივალის მიზანი : ქართლური სიმღერისა და საგალობლების პოპულარიზაცია.
ფესტივალის პროგრამა:
1) ფესტივალი ჩატარდება 2 დღე
I დღე – მონაწილეობას მიიღებენ სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
II დღე – მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
2) სალოტბარო სკოლებიფესტივალზე შეასრულებენ 1 კარბელაშვილისეულ1 თავისუფალი საგალობელს, 1 ქართლის ფოლკლორის ნიმუშს და 1 საკუთარი კუთხის ფოლკლორულ ნიმუშს( თავისუფალ თემაზე).
3) ფოლკლორულ გუნდებს მიეცემათ 15 წუთიანი პროგრამა , სავალდებულოა ერთი სიმღერა ქართლური ფოლკლორიდან.
PS. ფესტივალში მონაწილე ანსამბლებისთვის საფინალო შესრულებისთვის აუცილებელია ქართლის მრავალჟამიერის ცოდნა.
ფესტივალი ჩატარდება ყოველ წელს შემოდგომაზე და იქნება ტრადიციული
ფესტივალის დღის წესრიგი:
პირველი დღე ; ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიღება 12 საათიდან 13 საათამდე, გამასპინძლება.
მეორე დღე ; ფოლკლორული ანსამბლების მიღება , გამასპინძლება 12 საათიდან 13 საათამდე.
ფესტივალის გახსნა, საკონცერტო პროგრამის დაწყება 15 საათზე.
მონაწილე ანსამბლებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და სიგელები.
ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ხალხური რეწვის გამოფენა გაყიდვა.

Comments
Loading...