“ბერმუხას” 97 წლის წევრი: ხალხის სიყვარული მაძლევს ძალას ამ ასაკშიც ვიცეკვო

ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა” 1982 წელს შეიქმნა, ეს სახელი კი იმის გამო დაერქვა, რომ მისი ყველა წევრი უხუცესი იყო. ანსამბლი მომავალ თაობას უძველეს ტრადიციულ ცეკვებს და ილეთებს უნახავს.

არაერთგზის პრიზიორი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი თავდაპირველად 80 ადამიანისგან შედგებოდა, შემდეგ 60 წევრამდე შემცირდა, ხოლო დღეს მხოლოდ 12 მოცეკვავისგან შედგება.

დღეს ანსამბლის ერთი წევრი ქალია, ხოლო – 11 მამაკაცი. ანსამბლში უფროსი წევრი 97 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი – 72-ის.

“აიპრესი” ანსამბლის უხუცეს წევრს 97 წლის მუხამედ ირემაძეს გაესაუბრა, როგორც თავად ამბობს, იგი პატარობიდან ცეკვავს და ანსამლის დაარსების დღიდან მისი წევრია.

მუხამედ ირემაძე გვიყვება, რომ მიუხედავად თავისი ასაკისა, მაინც ამაყად ცეკვავს, ცეკვის ძალას კი სწორედ ის საზოგადოება აძლევს, რომელიც მათი გამოსვლის დროს ფეხზე დგება და ტაშს უკრავს. სწორედ ასეთი ოვაციებით იყო და არის სავსე მათი გამოსვლები.

“ანსამბლის დაარსების დღიდან აქა ვარ, ყოველთვის თვალზე ცრემლები მადგება, როცა ხალხი ასე გვიკრავს ტაშს, სწორედ ამის გამო ვცეკვავთ… აი, ეს მაძლევს მუხლში ძალას, როცა ვხედავთ რამდენი სითბო და სიყვარული მოდის ჩვენს მიმართ. ხალხის სითბო და სიყვარული მაძლიერებს მე. 7 რესპუბლიკა გვაქვს მოვლილი, საქართველოში კი კუთხე არ არსებოსობ სადაც არ გვიცეკვია, ახალგაზრდა, რომ ვიყავი ვერც კი ვიოცნებებდი იმაზე, რომ ამ ასაკში კიდევ ცეკვას შევძლებდი და ხალხი ასე დაგვიკრავდა ტაშა”, – განაცხადა “აიპრესთან” მუხამედ ირემაძემ.

Comments
Loading...